TikTok-ზე ჩარლი დ'ამელიოს გამომწერთა რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა
16 წლის ჩარლი დ'ამელიო ტიკტოკის პირველი ვარსკლავია, რომელსაც 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. პლატფორმაზე სხვადასხვა შინაარსის მქონე კონტენტის შემქმნელმა სულ ორმა ანგარიშმა მოაგროვა 50 მილიონზე მეტი გამომწერი. ეს მიღწევა დ'ამელიოს ტიკტოკზე აქცევს ორჯერ უფრო გავლენიანს, ვიდრე უილ სმიტია, სამჯერ — ვიდრე დუეინ ჯონსონია, 4-ჯერ, ვიდრე სელენა გომეზია და ხუთჯერ — ვიდრე კაილი ჯენერი და არიანა გრანდე არიან.
ჩარლი დ'ამელიო ასევე გახდა პირველი, რომელმაც ნებისმიერ პლატფორმაზე 100 მილიონი გამომწერი რეკორდულ დროში მოაგროვა. მაგალითად, YouTube-ზე ამ რაოდენობის გამომწერი 14 წელიწადში დააგროვეს, დ'ამელიომ კი ტიკტოკის გამოყენება 2019 წლის მაისში დაიწყო. ამ ბრენდინგით პლატფორმა 2018 წლის აგვისტოდან არსებობს.
ამის პარალელურად, ჩარლის ოჯახი გავლენის გაზრდას ტიკტოკის მიღმაც ცდილობს. დ'ამელიოების იმპერიას უკვე აქვს პოდკასტი, პოპულარული YouTube არხი, ისინი აქვეყნებენ წიგნს და ა.შ.
ტიკტოკზე პოპულარულია ჩარლის და დიქსიც, რომელმაც ივნისში სინგლი გამოუშვა. სიმღერა ბილბორდის ჩარტებში მოხვდა, ხოლო კლიპს YouTube-ზე 4 თვეში 92 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ჩარლის და დიქსის მშობლებს, ჰეიდისა და მარკს ასევე პოპულარული ანგარიშები აქვთ ტვიტერსა და ინსტაგრამზე, ხოლო YouTube-ზე დ'ამელიოების ოჯახის შესახებ სხვადასხვა ისტორია ყოველკვირეულ ეპიზოდებად ქვეყნდება.
გასულ წელს ამ დროს ჩარლის ტიკტოკზე მხოლოდ 6 მილიონი გამომწერი ჰყავდა და შეიძლება ითქვას, რომ მისი და პლატფორმის პოპულარობა იმ დროიდან ერთდროულად გაიზარდა. იქედან გამომდინარე, რომ ტიკტოკმა კრიტიკა პოლიტიკური ლიდერებისგან მიიღო, დ'ამელიოებს უკვე სხვა პლატფორმებზეც უჭირავთ საკუთარი ნიშა.
გასული კვირის მიწურულს, ჩარლი ამბობდა, რომ ტიკტოკზე 100 მილიონი გამომწერი დროულად სურდა მიეღო, რამაც გულშემატკივრების განაწყენება გამოიწვია და ორი დღის განმავლობაში მან პლატფორმაზე მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა, თუმცა ბოდიშის მოხდის შემდეგ, მათი რიცხვი იმაზე სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მანამდე.
ინტერნეტვარსკვლავმა 100 მილიონი გამომწერი ტიკტოკზე სამადლობელი ვიდეოთი აღნიშნა, რომელშიც თქვა, რომ პლატფორმა ორგანიზაცია American Dance Movement-ს, რომელიც დამწყებ მოცეკვავეებზე ზრუნავს, 100 ათასი დოლარით დააფინანსებს.
თუ გამოცდილი ტიკტოკერი ხარ და ამ აპლიკაციაზე ბევრი სასაუბრო დაგიგროვდა, შემოგვიერთდი ჯგუფში – Georgian TikTok Community - ქართული ტიკტოკი.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
კომენტარები