ბათუმში კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა კორონავირუსით. იგი რესპუბლიკური საავადმყოფოში მუშაობდა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის ინფორმაციით მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

"19 რიცხვში დაუდგინდა კორონავირუსი, 20 მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში. მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ დილით გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. იქ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რის გამოც იძულებულები გახდნენ ექიმები, რომ გადაეყვანათ მართვით სუნთქვაზე და სამწუხაროდ, დღეს, დილით, გამთენიისას, მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, პაციენტი გარდაიცვალა", — აცხადებს გია კიკაბიძე

კიკაბიძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში სულ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 045, გარდაიცვალა —39.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: