დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში 7 000-მდე საწოლია მობილიზებული. ოქტომბერში კი დაახლოებით, 3 300 იყო.

"პირველი გამოსავალი, რასაც მთავრობას ხშირად გვსაყვედურობენ, არის, რამდენად დროულად და სწრაფად მოხდა საწოლფონდის მობილიზება. მე შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩვენ მოვაბილიზეთ დამატებითი საწოლფონდი. თუ ჩვენ ოქტომბრის თვეში გვქონდა მობილიზებული მხოლოდ 3 300 საწოლი, დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვაქვს 7 000 საწოლამდე მობილიზებული", — განაცხადა ტიკარაძემ.

24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 045, გარდაიცვალა —39.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 92 215-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავა ცნობით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისი — 1 504;
  • აჭარა — 576;
  • იმერეთი — 212;
  • ქვემო ქართლი — 129;
  • შიდა ქართლი — 101;
  • გურია — 87;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 189;
  • კახეთი — 116;
  • მცხეთა-მთიანეთი — 105;
  • სამცხე-ჯავახეთი — 97;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 12.

სიჭინავს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

  • თბილისში — 2 734;
  • აჭარაში — 1 036;
  • იმერეთში — 1 239.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში — 457; აჭარაში — 154; იმერეთ;— 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში — 203; აჭარაში — 108; იმერეთში — 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 — თბილისში; 2 013 — აჭარაში; 262 — იმერეთში.

8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 435; აჭარაში — 1 077; ხოლო იმერეთში — 33.

სულ 6 ოქტომბრიდან-23 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 17 652 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 16 938 პირი; აჭარაში — 14 779; იმერეთში — 5 243.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: