ახალ წლამდე სულ რამდენიმე კვირაღა რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ, სავარაუდოდ, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვის ორიგინალური საჩუქრების შერჩევით ხართ დაკავებული. იდეა, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ორიგინალური ნამდვილადაა, თუმცა საჩუქრად რამდენად გამოდგება, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

"ამას ჩემი უკანალის სუნი აქვს" — ასეთი წარწერა ამშვენებს სანთელს, რომელიც სურნელოვანი სანთლების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ, AromaPrime-მა, კომიკოს და იუთუბერ ითენ კლაინთან ერთად შექმნა.

შემქმნელების თქმით, იდეა ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის, გუინეთ პელტროუს, შექმნილი ვაგინისარომატიანი სანთლისგან გაუჩნდათ, თუმცა კლაინის თქმით, მათი პროდუქტი უფრო დახვეწილი და გამორჩეულია.

"ეს უკანალის ნამდვილი სუნია", — აღნიშნავს იგი, — "მხოლოდ გოგირდი არ მინდოდა, კონკრეტულად ასეთი არომატი მსურდა — მუშკის, საზარდულის და ცუილის სუნი. ჩემს საჯდომს ზუსტად ასეთი სუნი აქვს".

ცხადია, პროდუქტის აღწერა ასეთი გულახდილობით არ გამოირჩევა:

"გასაოცარი, მიმზიდველი და გაბედული სურნელი, რომელიც მომაჯადოებელი ცდუნებისა და ვნების ხასიათზე დაგაყენებთ".

ფოტო: h3h3shop

თუმცა პროდუქტის შექმნის მიზანი მხოლოდ გამოხმაურებაზე ფიქრი არ ყოფილა. სანთლის ღირებულება $90-ს შეადგენს, მისი გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი კი პროსტატის კიბოს ფონდში გადაირიცხება.

ითეინ კლაინის პირველი რეაქცია, როცა თავის შექმნილ სანთელს უყნოსა.

ფოტო: YouTube/H3 Podcast

"გვერგო პატივი, ასეთი უცნაური სუნი შეგვექმნა", — ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ლიამ რ. ფინდლეი, — "საზიზღარი არომატები ყოველთვის სახალისო შესაქმნელია და გვიხარია, რომ ითენის თქმით, სუნი ზუსტად დავსვით. წლეულს, როცა კორონავირუსთან ერთად უამრავი გამოწვევა არსებობს, მსოფლიოს ცოტა სისულელე დიდად დაეხმარება და, იმედია, პროსტატის კიბოს ფონდიც მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს".

სანთლის შეძენა უკვე შეგიძლიათ ონლაინმაღაზიაში.

მაგრამ, ვაღიაროთ, რომ არომატების დედოფალი პელტროუა. ცოტა ხნის წინ მან კიდევ ერთი სანთელი, ამჯერად ორგაზმის არომატით შექმნა.

ასე რომ, არჩევანი ნამდვილად დიდია.