საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ბიზნეს სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება. გახარიას თქმით, ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეთავაზება იყო.

"კომპანიებისთვის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 1 500 ლარამდე ხელფასის მქონე თანაშმრომლებისთვის 750 ლარის ოდენობით იყო ერთ-ერთი ეფექტური შეთავაზება. ჩვენ ბიზნესს ვათავისუფლებთ ამ საშემოსავლო გადასახადიდან და იხდის სახელმწიფო.

მისივე თქმით, კორონავირუსის პირველი ტალღის პერიოდში ამ შეღავათმა 33 000 კომპანია დაფარა და 425 000 დასაქმებულს შეეხო. ეს კი, დაახლოებით, 260 მილიონი ლარი გახლდათ.