გაიცანით სარა გილბერტი — ქალი, რომელმაც ოქსფორდის COVID-19-ის ვაქცინა შექმნა
პროფესორი სარა გილბერტი რომ თავის ინსტინქტებს აყოლოდა, კორონავირუსის ბოლოდროინდელი ვაქცინა, რომელმაც ძალიან იმედისმომცემი შედეგები აჩვენა, შესაძლოა, არასდროს შექმნილიყო.
წლების წინ, დოქტორანტურაზე სწავლისას, სარა მეცნიერების სფეროდან წასვლას განიხილავდა. როდესაც ის აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში ბიოლოგიის ახალგაზრდა სტუდენტი იყო, მისთვის კათედრის იდეებისა და გამოცდილებების მრავალფეროვნება ძალიან შთამბეჭდავი ჩანდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც ჰალის უნივერსიტეტში თავის დოქტორის ხარისხზე დაიწყო მუშაობა, სარამ აღმოაჩინა, რომ ასეთი ვიწრო სპეციალობა არ მოსწონდა.
"არსებობენ მეცნიერები, რომლებიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად დიდი ხნის განმავლობაში სიამოვნებით იმუშავებენ მხოლოდ ერთ სფეროში... მე ასე მუშაობა არ მომწონს. მირჩევნია, ბევრი სხვადასხვა სფეროს იდეები გავაერთიანო", — განუცხადა მან BBC Radio 4-ის The Life Scientific-ს წელს.
"რაღაც ეტაპზე მეცნიერებიდან წასვლას და რამე სხვა საქმით დაკავებას განვიხილავდი". თუმცა, საბოლოოდ "გადავწყვიტე, მეცნიერული კარიერისთვის კიდევ ერთი შანსი მიმეცა... შემოსავალი მჭირდებოდა".
სწორედ ამ გადაწყვეტილების წყალობით დაანონსდა ცოტა ხნის წინ, რომ, ბოლო ეტაპის საცდელი კვლევის შედეგების მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტის კორონავირუსის ვაქცინა ძალიან ეფექტურად ახერხებს ინფიცირებულებში COVID-19-ის სიმპტომების განვითარების შეჩერებას. შუალედური მონაცემების მიხედვით, ის 70%-იან დაცულობას იძლევა, თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ ეს რიცხვი დოზირების მომატების შემთხვევაში 90%-მდე იზრდება.
მალარიის კვლევა
სარა გილბერტი 1962 წლის აპრილში ინგლისში, კეტერინგში, დაიბადა. მამამისი ფეხსაცმლის ბიზნესში მუშაობდა, დედა კი ინგლისურის მასწავლებელი და ადგილობრივი სამოყვარულო საოპერო საზოგადოების წევრი იყო.
Radio 4-ის Profile-ში საუბრისას სარას ერთ-ერთი სკოლის მეგობარი იხსენებს მის მდუმარე სიმტკიცეს — იმ თვისებას, რომელიც, ალბათ, ნათელს ჰფენს მის გადაწყვეტილებას, რომ წლების შემდეგ ეჭვების მიუხედავად მაინც გაეგრძელებინა იმავე სადოქტოროზე მუშაობა.
ხარისხის დაცვის შემდეგ სარამ ლუდის ხარშვის კვლევის ცენტრში დაიწყო მუშაობა, სადაც ლუდისთვის საფუარის სხვადასხვა ფორმით გამოყენებას შეისწავლიდა, მოგვიანებით კი მან ადამიანის ჯანმრთელობის სფეროში გადაინაცვლა. სარა ვაქცინის სპეციალისტობას არასდროს გეგმავდა. მიუხედავად ამისა, 1990-იანების შუა წლებისთვის ის ოქსფორდის უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული და მალარიის გენეტიკას შეისწავლიდა. ამან ის მალარიის ვაქცინაზე მუშაობამდე მიიყვანა.
სარას ცხოვრება ოდნავ უფრო ჩახლართული გახდა, როცა მან სამი ტყუპი გააჩინა. მისი შვილი ფრედი დედაზე ამბობს, რომ ის სულ მზრუნველი იყო და შვილებისთვის მხოლოდ კარგი უნდოდა. მისი თქმით, სამივე შვილმა საკუთარი გზით სიარული გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს სამივემ უნივერსიტეტში ბიოქიმიის შესწავლა არჩია.
ვაქცინაზე მუშაობის სისწრაფე
ამასობაში ოქსფორდში დრ. გილბერტი კარიერულ კიბეზე სვლას განაგრძობდა და ის უნივერსიტეტის პრესტიჟულ ჯენერის ინსტიტუტში პროფესორი გახდა. მან საკუთარი კვლევითი გუნდი შეკრა, რათა გრიპის უნივერსალური ვაქცინა შეექმნა — ისეთი, რომელიც ვირუსის ყველა სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ იქნებოდა ეფექტური.
2014 წელს სარა ებოლას ვაქცინის პირველ ტესტირებას ხელმძღვანელობდა, ხოლო როცა შუა აღმოსავლეთის რესპირატორული ვირუსი გამოჩნდა, ის კორონავირუსის ამ ფორმასთან საბრძოლველი ვაქცინის შესაქმნელად საუდის არაბეთში ჩავიდა.
ამ ვაქცინის მეორე ეტაპი იწყებოდა, როდესაც 2020 წლის დასაწყისში ჩინეთში COVID-19 გამოჩნდა. პროფესორმა გილბერტმა მალევე გაიაზრა, რომ მას იმავე მიდგომის გამოყენება შეეძლო.
"ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ", — ამბობს მისი კოლეგა ოქსფორდიდან, პროფესორი ტერეზა ლამბე. მას შემდეგ, რაც ჩინელმა მეცნიერებმა ახალი ვირუსის გენეტიკური სტრუქტურა გამოაქვეყნეს, "უქმეების განმავლობაში ვაქცინა უკვე პრაქტიკულად შემუშავებული გვქონდა. ძალიან სწრაფად ვქენით".
მსოფლიოს მასშტაბით კოვიდის სიკვდილის მარშის წინაშე სარას სისწრაფე და მიზანდასახულობა იმასაც ხსნის, თუ რატომ ჰქონდა მას მუშაობის საკმაოდ არაორთოდოქსული პრაქტიკა. პროფესორი ლამბე ამბობს, რომ მისგან ელექტრონულ წერილებს ღამის 4 საათზე იღებდა, რადგან პროფესორი გილბერტი, როგორც წესი, დილით ძალიან ადრე იწყებს მუშაობას და საღამოს ძალიან გვიან ამთავრებს.
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად ლაბორატორიაში რამდენიმეკვირიანი მუშაობა იყო საჭორო. აპრილის დასაწყისში უკვე პირველი პარტია დამზადდა და საგულდაგულო ტესტირებების რეჟიმი კიდევ უფრო გააქტიურდა. პროფესორი გილბერტისთვის ეს პროცესი პატარა ნაბიჯების წყება იყო და არა — ერთი დიდი "ევრიკას" მომენტი.
"ჩვენთვის ეს თავიდანვე ვირუსთან რბოლა იყო და არა — ვაქცინებზე მომუშავე სხვა მკვლევრებთან. ჩვენ უნივერსიტეტი ვართ და ამას ფულის საშოვნელად არ ვაკეთებთ", — განაცხადა მან წელს.
კოლეგები და სკოლისა და უნივერსიტეტის მეგობრები სარას ახასიათებენ, როგორც კეთილსინდისიერ, ჩუმ და მიზანდასახულ ადამიანს, რომელიც "ჭეშმარიტად შეუპოვარია".
"ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ის ადამიანებთან საკმაოდ მორცხვი და გულჩათხრობილია. ჯენერის ინსტიტუტში ზოგიერთ ჩემს კოლეგას სარასი ცოტათი ყოველთვის ეშინოდა კიდეც. მაგრამ საკმარისია, უკეთ გაიცნო და მეტი დრო გაატარო მასთან, მიხვდები, რომ ის ასეთი არაა", — იხსენებს მისი ერთ-ერთი სტუდენტი.
ახლა მთელი სამყაროს თვალები პროფესორი გილბერტისა და კოვიდის ვაქცინის სხვა შემქმნელებისკენაა მიმართული.
"ეს მისთვის აუტანელი იქნება, ყოვლად აუტანელი. სარა ის ადამიანია, რომელსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს", — ამბობს სარას მეგობარი, ბიოქიმიკოსი დრ. ენ მური.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები