სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის თავმჯდომარე, ანა დოლიძე პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე სთავაზობს, აიღონ ეს თანხა და შექმნან პანდემიით დაზარალებულთა ფონდი.

"სულ საკვებში და ელემენტარულ რაღაცებში რომ დახარჯონ ეს მილიონები, ძალიან ბევრ ხალხს გადაარჩენენ. ამით კობახიძე ვერც დააკომპლექსებს ვერავის და კარგ საქმესაც გააკეთებთ", — წერს დოლიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ცესკოს ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსება ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით 14 პარტიას ეკუთვნის, რომელთაგან მისი მიღება ცხრამ მოითხოვა. ეს პარტიებია:

  • ქართული ოცნება;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მის ბლოკში შემავალი პარტიები (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, პროგრესი და თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია, ევროპელი დემოკრატები);
  • ევროპული საქართველო;
  • სტრატეგია აღმაშენებელიკ
  • კანონი და სამართალი.

დაფინანსების მოთხოვნით, ცესკოსთვის არ მიუმართავს ხუთ პარტიას:

  • გირჩი;
  • ლეიბორისტული პარტია;
  • ლელო;
  • მოქალაქეები;
  • პატრიოტთა ალიანსი.

გაეცანით პარტიების პოზიციებს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე:

საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკოს 9 პარტიამ მიმართა — რას ამბობენ ოპოზიციაში

გაიგეთ მეტი: