საფრანგეთში ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის გამო ათობით ადამიანი დააკავეს
პარიზში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ათობით ადამიანი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ BBC-მ გაავრცელა.
მომიტინგეები აპროტესტებენ ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის ფოტო ან ვიდეო გადაღება სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა.
"კანონპროექტი ძირს უთხრის პრესის თავისუფლებას; ინფორმაციის მიღებისა და გაცემის თავისუფლებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას", — განაცხადა საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. დაიწვა ავტომობილები და რამდენიმე გაზეთის ჯიხური.
ქუჩაში გამოსული ხალხი ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი ზღუდავს პრესის თავისუფლებას, რომელიც პოლიციის სისასტიკეს ამხელს. ამის საპირწონედ კი მთავრობა აცხადებს, კანონპროექტი პოლიციელებს დაიცავს, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ონლაინ ბოროტად არ გამოიყენონ.
დემონსტრაციები შაბათს დაიწყო და პარიზის გარდა გავრცელდა — ბორდოში, ლილიში, მონპელიეში, ნანტისა და სხვა ქალაქებში.
გასული კვირის დასაწყისში გავრცელდა კადრები, სადაც სამი პოლიციელი შავკანიან მუსიკოს სცემს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელები მუსიკოს რასისტულ ნიადაგზე უსწორდებიან. აღნიშნულ კადრებს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუღებელი და სამარცხვინო უწოდა.
ამ ეტაპზე პოლიციელები იდენტიფიცირებული არიან, მათ უფლებამოსილება შეუჩერდათ და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ახალ კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი გასულ კვირას დაუჭირა და ახლა სენატისგან დამტკიცებას ელოდება. აღნიშნულის თანახმად, პოლიციელის ფოტო-ვიდეო გადაღება სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა, რადგან ის პოლიციელის ფსიქოლოგიური ან ფიზიკური დაზიანების საფრთხეს შეიცავს. კანონდამრღვევს კი ერთწლიანი პატიმრობა ან 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
მთავრობის მტკიცებით, კანონპროექტი მედიის ან მოქალაქეების თავისუფლებას არ ზღუდავს და მხოლოდ პოლიციელებს იცავს, რასაც ოპონენტები არ ეთანხმებიან.
საზოგადოების კრიტიკისა და გამოსვლების ფონზე საფრანგეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ კანონპროექტის მუხლის შესწორების მიზნით კომისიას მოიწვევს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები