დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

2 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 4 061. გარდაიცვალა — 39 ადამიანი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 14 3376-ს. ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 12 1621-მდე, ხოლო გარდაცვლილების რაოდენობა 1342-ს შეადგენს.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისი — 1 705;
  • აჭარა — 402;
  • იმერეთი — 624;
  • ქვემო ქართლი — 286;
  • შიდა ქართლი — 281;
  • გურია — 84;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 237;
  • კახეთი — 239;
  • მცხეთა-მთიანეთი — 62;
  • სამცხე-ჯავახეთი — 68;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში —2 806, აჭარაში — 999, იმერეთში —1 241.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში — 507, აჭარაში —154, იმერეთში — 223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში — 215, აჭარაში —119, იმერეთში — 47.

3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272 — თბილისში, 1 973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 465, აჭარაში — 1 004, ხოლო იმერეთში — 31. სულ 6 ოქტომბრიდან 1-ლი დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 19 641 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 19 203 პირი, აჭარაში — 11 505, იმერეთში — 4 996.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: