ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით ოპოზიციისთვის მისაღებია ყველაფერი, რაც რიგგარეშე არჩევნებთან მიაახლოებთ. პლებისციტის ჩატარება ნათელაშვილს ზედმეტად მიაჩნია, მაგრამ, რადგან ოპოზიცია ამ საკითხს განიხილავს, არ აპირებს შეწინააღმდეგებას.

"რაც მიგვაახლოებს ახალ არჩევნებთან, ყველაფერი ჩვენთვის მისაღებია. თუ პლებისციტი მიგვაახლოებს, რა თქმა უნდა, ესეც მისაღებია [...] მიმაჩნია, რომ მიცვალებული მოკვდა თუ არა ამისთვის ოჯახში გამოკითხვის ჩატარება ზედმეტია, მაგრამ, რახან ასე ჩათვალეს მე აღარ ვახდენ ოპონირებას", — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და გუშინ, 4 დეკემბერს, ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შედეგებზე იმსჯელეს. ოპოზიციონერი ლიდერების შეკრებამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დოკუმენტში, რომელიც მათ ელჩების საშუალებით გაუგზავნეს ქართულ ოცნებას, ერთ-ერთი პუნქტი სწორედ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ პლებისციტს შეეხებოდა.

გაიგეთ მეტი: