The Korea Economic Daily-ს მიხედვით, Hyundai Motors ყიდულობს Boston Dynamics-ს. გამოცემაში წერია, რომ Softbank რობოტების მწარმოებელს 1 ტრილიონ ვონად (917 მილიონი ამერიკული დოლარი) გაყიდის და რომ საბოლოოდ, ეს შეთანხმება დღეს, 10 დეკემბერს, საბჭოს სხდომაზე გაფორმდება.

Boston Dynamics-ის პოპულარობა ცნობილ რობოძაღლ — Spot-ს უკავშირდება, რომლის გაყიდვაც მან 2020 წლის შუა ხანებში 75,000 დოლარად დაიწყო. ამ ოთხფეხა რობოტს შეუძლია კიბეზე ასვლა და ცხვრის მწყემსვა. ამავე წელს ეს რობოტი დაეხმარა ჯანდაცვის სფეროში მომუშავეებს, დისტანციურად შეერჩიათ პაციენტები, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ კორონავირუსი ბოსტონის საავადმყოფოში. ამ კომპანიას უკავშირდება ასევე ჰუმანოიდი რობოტის Atlas-ის სახელი, რომელიც საკამრისად მოქნილია იმისთვის, რომ დადგეს ხელებზე და გააკეთოს პარკურის მოძრაობები.

Boston Dynamics არის კომპანია, რომელიც 1992 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ინჟინერთა გუნდმა შექმნა. იგი პირველად Google-მა შეიძინა, 2013 წელს. 2017 წელს, Google-ის მფლობელმა კომპანიამ Alphabet-მა იგი Softbank-ს მიჰყიდა, რომელიც რობოტების შემდეგი ტალღის წარმოების დაჩქარებას ისახავდა მიზნად.

Hyundai Motor საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებდა რობოტებში, გასული რამდენიმე წლის მანძილზე. კომპანიამ პირობა დადო, რომ ამ საქმეში 1.5 ტრილიონ ვონს (1.4 მილიარდ დოლარს) ჩადებდა 2025 წლამდე. იგი უმეტესად მიმართული იყო ბორბლიანი რობოტების შექმნაზე, რომლებსაც ქარხნებში გამოიყენებდნენ. KED-ის მიხედვით, Hyundai Motor შენაძენში დაახლოებით 400 მილიარდ ვონს ჩადებს, თანხის დანარჩენი ნაწილის გადახდა კი მისი შვილობილ კომპანიებს, მათ შორის ავტომობილების ნაწილების დამამზადებელი Hyundai Mobis Co.-ს მოუწევს.