მეათე მოწვევის პარლამენტში ისუტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იქნება. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა 29 სექტემბერს დატოვა, 27 ოქტომბერს კი განაცხადა, რომ აღნიშნულ პოსტზე არ დაბრუნდება და იქნება პარლამენტში. რაც შეეხება მე-10 მოწვევის პარლამენტს, იგი ხვალ, 11 დეკემბერს შეიკრიბება.