ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. ინფორმაცია On.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

ხუსკივაძესა და კობალაძეს პატიმრობა 9 ნოემბერს შეეფარდათ. პროკურატურის ვერსიით, 6 ნოემბერს ბრალდებულები ნაციონალური მოძრაობის სახელით შეხვდენენ თედო გობეჯიშვილს და 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება შესთავაზეს. ასევე, უთხრეს მას, რომ არჩევნების გაყალბების თაობაზე მედიასთან განცხადება გაკეთებინა.

მათ დაკავებას წინ უძღოდა ქართული ოცნების საგანგებო ბრიფინგი, სადაც პარტიის წარმომადგენლებმა ენმ გარდაცვლილ გობეჯიშვილზე მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულეს.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პასუხად განაცხადა, რომ ქართული ოცნება ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობს და პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს, რაც ამორალურია. ბრიფინგიდან დეკანოიძემ მმართველი გუნდის წევრებსა და იდეოლოგებს მიმართა:

გაიგეთ მეტი: