სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ორი დასახლების მიმართულებით შეტევა განაახლა.

"არმიის თავდაცვის ნაწილები ადეკვატურ ზომებს იღებენ", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. სამინისტროს განცხადებით, რეჟიმის დარღვევის ერთი შემთხვევა 11 დეკემბერს ჰადრუთის რეგიონში დადასტურდა.

27 სექტემბერს განახლებული საბრძოლო შეტაკებები მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად დასრულდა, რომლის შუამავალი რუსეთი იყო.

ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, სომხურმა მხარე, აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორია გადსეცა და კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ. დროდადრო კი რეგიონში დევნილები დაბრუნდებიან.

ამავე თემაზე: