ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების გაუქმება თებერვლიდან იგეგმება.

"დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკურად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს და ასევე, მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს", — განაცხადა ნათია თურნავამ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.

კორონავირუსის პანდემიის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად 21 მარტიდან შეწყდა.

გაიგეთ მეტი: