ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია საუკეთესო კრიზისმენეჯერია.

"შეფასების საშუალება მომეცა ბოლო თვეების განმავლობაში, წინა წლის განმავლობაში, როცა მე მისი მრჩევლის პოზიციაზე ვმუშაობდი და გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კრიზის მენეჯერია, რომელიც მე მინახავს საერთოდ", — განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება მომავალ მინისტრთა კაბინეტს, იგი ამბობს რომ ეს პრემიერის პრეროგატივა.