Nomadland (მოხეტიალეების ქვეყანა) — დაიმახსოვრეთ ეს სახელწოდება, რადგან დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასზე მომავალი თვეების განმავლობაში ბევრს ისაუბრებენ. ყოველ შემთხვევაში, მოახლოებული ოქროს გლობუსისა და ოსკარების დაჯილდოებების ციებ-ცხელებისას მაინც.

ფილმის სიუჟეტი სამოც წელს მიტანებული უსახლკარო ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც გლობალური ფინანსური კრიზის გამო ყველაფერი დაკარგა და ამერიკის დასავლეთ შტატებში დახეტიალობს სამუშაოს საპოვნელად.

ამ მთავარ როლს ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს და როგორც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პირველი ტრეილერიდანაც ჩანს, ის ტრადიციულად ემოციურ სამსახიობო შესრულებას შემოგვთავაზებს:

Nomadland (მოხეტიალეების ქვეყანა) ჩინელმა რეჟისორმა ქალმა ქლოი ჩჟაომ ამავე სახელწოდების მქონე არამხატვრული წიგნის მიხედვით გადაიღო. ფილმმა უკვე დაიმსახურა კრიტიკოსების აღიარება: გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა გამოქვეყნებულ სიაში 2020 წლის საუკეთესო ფილმების ლიდერებს შორისაა, ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო გადაეცა.

ამ წარმატებით ქლოი ჩჟაო პირველი ქალი რეჟისორი გახდა, რომელსაც 2010 წელს სოფია კოპოლას ფილმის სადღაც (Somewhere) გამარჯვების შემდეგ ეს ჯილდო გადაეცა. ასევე ბოლო თითქმის ოცი წლის განმავლობაში პირველი არათეთრკანიანი რეჟისორი ქალია, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე გაიმარჯვა.

რაც შეეხება ფრენსის მადორმანდის, მას უკვე ორი ოსკარი აქვს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის: პირველი 1997 წელს გადეცა ფილმისთვის ფარგო, მეორე კი 2018 წელს კინოსურათში სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური თამაშის გამო.

დიდია ალბათობა, რომ ოსკარების მომავალ დაჯილდოებაზე, რომელიც 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება, 63 წლის მსახიობმა მესამედაც დაიმსახუროს კინოაკადემიის ჯილდო.