პიანისტმა და აწ უკვე ქართული ოცნების დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ კარგი იდეაა, პარლამენტში იყოს ფორტეპიანო და მის კედლებში მოცარტი და ბეთჰოვენი ისმოდეს.

"ფორტეპიანოზე დაკვრა ძალიან კარგი იდეაა და ვფიქრობ, პარლამენტში თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძლება, რომ შეიძინონ და მეც დავუკრავ, უკეთესია. ვფიქრობ, როცა მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია ექნება ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც პარლამენტია. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება კიდევ. მოდერნიზაცია ხდება, ადამიანები ვითარდებიან და რაღაც კლიშეები, რომელიც იყო 50 წლის ან 2 წლის წინ, შეიძლება, გადაიხედოს მომავალში", — განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პიანისტი, ელისო ბოლქვაძე ქართული ოცნების პარტიულ სიაში 32-ე ნომრად იყო წარდგენილი და ამ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.