ოკუპირებული ცხინვალის საკარანტინე სივრცეში საქართველოს ორი მოქალაქეა გადაყვანილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი, მალხაზ ვანიშვილი 8 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა. ანთაძის თქმით, მალხაზ ვანიშვილი დე ფაქტო რეჟიმს თავშესაფარი და ე.წ. მოქალაქეობა სთხოვა.

რაც შეეხება მის ცოლს, მას კარანტინის გავლის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანენ.