ის ვის სჭირდება? მისი მოწამვლა რომ გვდომოდა, ამას ბოლომდე მივიყვანდით — პუტინი ნავალნიზე
"თუ რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა ენდომებოდათ, ამას ბოლომდე მიიყვანდნენ", — ასე გამოეხმაურა პუტინი საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-ისა და CNN-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის მოწამვლამდე რუსული სპეცსამსახურები წლების განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა CNN-მა გაავრცელა.
ამავე გამოძიების თანახმად, რუსეთის უშიშროების სამსახურმა შექმნა სპეციალური გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო გადამზადებული კადრებით და ნავალნის უთვალთვალებდნენ.
პუტინმა კი განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი აშშ-ს სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს.
"ჩვენ ყველამ ვიცით, რა არის ეს. ეს არის არა რაიმე ტიპის გამოძიება, არამედ ამერიკული სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი სპეცსამსახურები მას თვალყურს ადევნებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს მისი მოწამვლა უნდა. ბოლოს და ბოლოს ვის სჭირდება ის [ნავალნი]?", — განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ოფიციალური კრემლი ყოველთვის უარყოფდა ნავალნის მოწამვლის ამბავში რაიმე ტიპის თანამონაწილეობას. პირიქით, პუტინმა განაცხადა, რომ როცა ნავალნის ცოლმა მას თხოვნით მიმართა, დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, რომ ნავალნი ბერლინში გადაეყვანათ. ხოლო იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში რუსეთის უშიშროების როლი გამოიკვეთა, რუს "ლიდერებზე თავდასხმისთვის მოგონილი ხრიკი" უწოდა, გამოძიებაში მოყვანილ ამბებს კი "ჩანერგილი ისტორიები".
20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ნავალნის ახლობლები ითხოვდნენ, რომ იგი სამკურნალოდ უცხოეთში გადაეყვანათ. რუსი ექიმები კი აცხადებდნენ, რომ მძიმე მდგომარეობაში მისი გადაყვანა საშიში იქნებოდა. თუმცა 22 აგვისტოს პოლიტიკოსი გერმანიაში გადაიყვანეს.
სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის საწამლავით მოწამლეს. რუსულმა მხარემ მოწამვლასთან ყველანაირი კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ომსკის კლინიკაში გაკეთებულ ანალიზში საწამლავის კვალი არ ჩანდა. ნავალნი კომიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა და ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს.
ალექსეი ნავალნი პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერია. პოლიტიკური აქტიურობის გამო ის მოსკოვში არაერთხელ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს. პირველ ჯერზე საპატიმრო დაწესებულებაში მან ათი დღე გაატარა.
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
კომენტარები