ერთ-ერთმა არაოფიციალურმა იუთუბ არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც Samsung Galaxy S21 Plus-ს მიმოიხილავს. იუთუბერი ფლაგმანის მთავარ მახასიათებლებზე ამახვილებს ყურადღებას.

Galaxy S21-ის შესახებ ინფორმაციის გაჟონვამ უკვე ჩაშალა Samsung-ის ახალი სმარტფონის პრეზენტაციის გეგმები. იუთუბერმა უკვე ყველა სახის ინფორმაცია გამოამჟღავნა და ჩვენს წარმოსახვს აღარაფერი დაუტოვა ტელეფონის გამოშვებამდე.

5 წუთიანი ვიდეო იუთუბ არხმა — Random Stuff 2 გამოაქვეყნა. მას უკვე 300 000 გამომწერი ყავს და Galaxy S21-ის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის წყარო, წინა შემთხვევაშიც, სწორედ ეს არხი იყო. ეს ვიდეო Samsung Galaxy S21 Plus-ს ძირეულად, "თავიდან ფეხებამდე" განიხილავს.

სმარტფონის მთელ წინა ნაწილს იკავებს ეკრანი. მასზე ვხედავთ თითის ანაბეჭდის სენსორს. გარდა ამისა, მას აქვს სახის ამოცნობის ფუნქციაც. მობილურს უკანა მხარეს აქვს 64MP+12MP+12MP სამმაგი კამერა 3x ოპტიკური ზუმით. ვიდეოში შეგიძლიათ თვალი შეავლოთ ამ კამერით გადაღებულ ფოტოებსაც.

Galaxy S21 Plus-ს ექნება 8 გიგაბაიტიანი RAM, 128GB/256GB ტევადობის ვარიანტები და Snapdragon 888 ჩიპსეტი.

ვიდეოს ავტორი გვაფრთხილებს, რომ ეს არ არის ოფიციალური მიმოხილვა და რომ სმარტფონის პროგრამული უზრუნველყოფა ჯერ არაა დასრულებული. თუმცა, იგი ასევე გამოთქვამს აზრს, რომ Galaxy S21 Plus ალბათ საუკეთესო ტელეფონი იქნება, რომელსაც 2021 წელს ვიხილავთ. თუმცა, დრო გვიჩვენებს.