ჰოლანდიამ, საფრანგეთმა, ირლანდიამ, გერმანიამ, ბელგიამ, იტალიამ, თურქეთმა, შვეიცარიამ, ავსტრიამ და ბულგარეთმა კორონავირუსის ახალი შტამის გამო ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

ბრიტანეთთან ფრენებს აჩერებს კანადაც. ისრაელმა, ირანმა, ხორვატიამ, არგენტინამ, ჩილემ, მაროკომ და ქუვეითმა აღნიშნული მიმართულებით ფრენებზე შეზღუდვები უკვე დააანონსეს.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია, მაგრამ არაა დამტკიცებული არის თუ არა უფრო მომაკვდინებელი.

ასევე, არაა დამტკიცებული რეაგირებს თუ არა ახალი შტამი ვაქცინაზე განსხვავებულად.