პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის წევრებმა მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს.

"ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში. ჩვენ ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია ტაქტიკა, მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი, მკაფიოდ მინდა ვთქვა, იქნება ზენობრივი, რაც მთავარია, და იქნება სამართლიანი. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არჩევნების უზუმპაცია, ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ მიგვეღწია ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ჩვენ ამ განცხადებებს შევიტანთ პარლამენტში, ვტოვებთ მანდატებს", — განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ამ დრომდე მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.