პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. On.ge-ს მან განუცხადა, რომ მანდატს არ ტოვებს და როდის შევა პარლამენტში, ამას გადაწყვეტს.

"მე მანდატს არ ვტოვებ და როდის შევალ ამას გადავწყვიტავ", — გვითხრა ენუქიძემ.

ენუქიძის ამ განცხადებაზე პარტიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. პატრიოტთა ალიანსს საკანონმდებლო ორგანოში 4 მანდატი აქვს.

პატრიოტთა ალიანსმა მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს 21 დეკემბერს მიმართა.