ერთპარტიულმა პარლამენტმა საქართველოს მთავრობა დაამტკიცა. 85 მოხმრე და 0 წინააღმდეგი — ეს შედეგი მიიღო ქართული ოცნების მთავრობამ მისივე წევრებით დაკომპლექტებული პარლამენტისგან.

შეიცვალა მხოლოდ იუსტიციის მინისტრი, რადგან თეა წულუკიანი საპარლამენტო არჩევნებამდე გადადგა და საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში აგრძელებს. თანამდებობას ინარჩუნებს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

შესაბამისად, მინისტრები იქნებიან:

  • პრემიერმინისტრი — გიორგი გახარია;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრი — მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი —- ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი — ნათელა თურნავა;
  • თავდაცვის მინისტრი — ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის მინისტრი — გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი — ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი —- მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი — დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა მინისტრი — ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი — ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი — თეა ახვლედიანი.

გიორგი გახარიამ სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას თქვა, რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე:

  • საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები;
  • ეკონომიკური განვითარება;
  • სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება;
  • სახელმწიფო მმართველობა.