ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესზე ირონიულად აღნიშნა, რომ რადგან მეხუთე რაუნდი დიდხანს ვერ ჩაინიშნა, სჯობს პირდაპირ მეექვსეზე გადავიდნენ. კობახიძემ თქვა, რომ 5 ქართულ პოლიტიკაში დათარსული ციფრია.

"მეხუთე რაუნდი იმდენი ხანი გაიწელა, რომ პირდაპირ მეექვსე რაუნდზე გადავიდეთ ჯობია. თან, ქართულ პოლიტიკაში ხუთიანი დათარსული ციფრია. ეგეც შეიძლება წაადგეს ამ პროცესს", — განაცხადა კობახიძემ POSTV-ის ეთერში

იგი ვარაუდობს, რომ ქართულ ოცნებაა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი იანვრის შუა რიცხვებში შეიძლება გაიმართოს.

ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი 8 დეკემბერს გაიმართა. ფალისიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებდნენ რომ მოლაპარაკების მაგიდაზე იყო განსახილველი წინადადებები, რომელზე შეთანხმების იმედი ჰქონდათ.

11 დეკემბერს ჩატარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც არცერთი ოპოზიციური პარტია არ ესწრებოდა. ერთპარტიულმა პარლამენტმა 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობა დაამტკიცა.

გაიგეთ მეტი: