ზურაბ ჯაფარიძემ ახალი გირჩი დააფუძნა
ზურაბ ჯაფარიძემ ახალი გირჩი ოფიციალურად დააფუძნა. დღეს 26 დეკემბერს ყრილობა გაიმართა, სადაც ახალი გირჩი შეიქმნა. პარტია დარეგისტრირდა სახელით მეტი თავისუფლება — გირჩი. ზურაბ ჯაფარიძე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ჯაფარიძის განცხადებით, ახალი გირჩის მთავარი განსხვავება მის ღიაობასა და გახსნილობაში იქნება. მისი თქმით, ეს პლატფორმა ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საკუთარი იდეები წინ წამოსწიონ.
"მთავარი განსხვავება იქნება, რომ მე მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი, ღია პლატფორმა ამ ახალგაზრდებისთვის. ჩემი თავი, როგორც ცნობადობის მქონე ადამიანის, როგორც გირჩის ბრენდი, როგორც გირჩის ტელევიზია, ამ ადამიანებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და მათ შორის, სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში", — განაცხადა მან.
პარტიის წარმომადგენელმა, ნინა საჯაიამ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად პარტიაში 18 ადამიანი იმყოფება, მათგან 9 პოლიტსაბჭოში და 9 სარევიზიო კომისიაში.
"ჩვენი პარტიის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მეტი ახალგაზრდა, მეტი პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი მოვიდეს, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა. ახლა ვაკეთებთ პლატფორმას, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოვიდეს, თავისი თავი გამოსცადოს, როგორც პოლიტიკოსმა და იბრძოლოს მეტი თავისუფლებისთვის. ამასთან, პარტიაში ქალები ვაქტიურობთ საკმაოდ. პოლიტსაბჭოში არის 4 ქალი, სარევიზიო კომისიაში — 2", — განაცხადა საჯაიამ.
რა მოხდა გირჩში
4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაპოსტა, სადაც არ გაუვრცელებია დამატებითი განმარტებები იმის შესახებ, რა გახდა დაშლის მიზეზი.
მომხდარს გამოეხმაურენ ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი, რომლებიც თქვეს, რომ ჯაფარიძის განცხადება მოულოდნელი იყო. ხვიჩია განაცხადა, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს, რაქვიაშვილის თქმით კი, არც გირჩი წარმოუდგენია ჯაფარიძის გარეშე და არც ის, რომ ზურა მათ გააგდებს.
უკვე 5 დეკემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მას და პარტიის დამფუძნებლებს სურთ მხოლოდ სახელის და Facebook გვერდის დატოვება, სხვა რესურსები კი იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და ალექსანდრე რაქვიაშვილს დარჩებათ. თუმცა, ჯაფარიძე წერს, რომ ამ შეთავაზებაზე ურჩიეს "დაოკებულიყო" და თავისი ნებით წასულიყო, ასევე დაემუქრნენ, რომ "განადგურდებოდა". ამის შესახებ ჯაფარიძემ პარტიის დახურულ ჯგუფში, გირჩის ბაბლში დაწერა.
- ბევრი წელი არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ ამას არ ველოდი — მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე
- მეც იგივე მაინტერესებს, რაც ჟურნალისტებს, მეც მინდა გავიგო — მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე
- რაქვიაშვილის თქმით, ჯაფარიძემ ულტიმატუმები წამოაყენა და გარკვეული "ცენზურა" სცადა
- მე საიდან უნდა წავიდე? მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ — ხვიჩია გირჩზე
მართალია, ჯაფარიძემ თავის პოსტში უარყო, თუმცა პარტიის გაყოფის სავარაუდო მიზეზად აიაგო ხვიჩიას პოსტი და მასზე გამოხმაურებები განიხილება. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩია იმ ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან Facebook-ზე დაწერა: "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.
პარტიის ლიდერს ამ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს კი განაცხადა, რომ დროა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში მისი მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ამის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში. მანვე განმარტა, მისი აზრით, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებისთვის და ამის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
კომენტარები