რატომ და როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შინაური ცხოველები ახალი წლის ღამეს
აბრახუნებენ თქვენთანაც? ალბათ კი. ახალი წელი მოდის, ბოლოს და ბოლოს.
შინაური ცხოველების პატრონებმა კარგად იციან იმ საშიშროების შესახებ, რომელიც ახალი წლის მოახლოებისას და, განსაკუთრებით, 31 დეკემბრის ღამის დადგომისას ემუქრებათ მათ ოთხფეხა მეგობრებს. მრავალფერად განათებული ცა და ბათქაბუთქი, რომელსაც ყიჟინაც თან ახლავს, შესაძლოა, ბევრისთვის ბედნიერ წუთებს უდრიდეს, თუმცა ფორმა რომლითაც, ძველ წელს, მით უმეტეს ისეთს, როგორიც 2020 იყო, ვაცილებთ, კატებსა და ძაღლებში ხანგრძლივ სტრესსა და შფოთვას უკავშირდება.
ფეიერვერკის ხმა, როგორც წესი, თოფის გასროლასაც კი აღემატება დეციბელებში, რომელიც ბგერის ხმამაღლობის საზომია. რაც შეეხება სიხშირეს, აკუსტიკური, ანუ სმენადი ბგერების მაჩვენებელი ადამიანისათვის 16 ჰერცსა და 20 ათას ჰერცს შორისაა მოთავსებული. ეს მონაცემი ორჯერ და ზოგჯერ სამჯერ უფრო დიდი რიცხვია ძაღლებისათვის, რომელთა მძაფრ სმენადობასაც 45 ათასიდან 65 ათას ჰერცამდე ბგერების აღქმა შეუძლია, შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად უფრო საშიშია 31 დეკემბრის ღამე მათთვის, მით უმეტეს, მაშინ, როცა სტატისტიკურად ძაღლების 40 პროცენტს ხმამაღალი ბგერების ეშინია, ლეკვობისას კი პოსტტრავმული სტრესი უფრო მძაფრი და ხანგრძლივია.
და მაინც — ნაკლებსავარაუდოა, ადამიანებმა, მათ შორის, ალბათ შინაური ცხოველის ზოგიერთმა პატრონმა, უარი თქვას ახალი წლის ფეიერვერკის გარეშე აღნიშვნაზე. სხვა თუ არაფერი, თქვენი მეზობლები ნამდვილად არ იტყვიან უარს. რადგან ხმაუგაუმტარი სახლის შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მნიშვნელოვანია, წინასაახალწლო დღეები ცუგების და ფისოების შესამზადებლად გამოიყენოთ, ახალი წლის ღამეს კი განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ სახლში მყოფ, დიდი ალბათობით, კუთხეში გაყურსულ ცხოველებს.
პატრონების უმეტესობა, ძაღლებს ალბათ საღამოობით ასეირნებს, ერთი ღამით მოხსნილი გადაადგილების შეზღუდვის გამო კი ბევრმა, შესაძლოა, ჩვეულ დროზე გვიან გასვლაც გადაწყვიტოს. რადგან 31 დეკემბერს ასაფეთქებლების ხმა ადრეული საღამოდან ისმის, უმჯობესი იქნება, გასეირნების აუცილებლობის შემთხვევაში, ეს დღის პირველ ნახევარში მოახერხოთ. უნდა ეცადოთ, მოსაღამოებისას სახლში გყავდეთ დაგულებული ძაღლიც და კატაც — ქუჩა-ქუჩა წანწალის მოყვარულმა ფისოებმა, განსაკუთრებით, მათ ვინც, პირველად ხვდება ახალ წელს, არ იცის, რას შეიძლება, ამ დღისგან ელოდოს, ამიტომ აუცილებლად მოძებნეთ იგი და თუ საჭირო გახდა, "ქეჩოთიც წამოათრიეთ" შინ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სეირნობით გადაღლილი ცხოველები უფრო მოდუნებულები და მშვიდები არიან, შესაბამისად, გარეთ ადრე და ხანგრძლივად გასაყვანად ეს კიდევ ერთი მიზეზია.
მნიშვნელოვანია ახალ წლამდე მოსამზადებელი პერიოდიც. თუკი თქვენი მეგობარი გასეირნებას გვიან საღამოს არის მიჩვეული, წინა დღეებში ეცადეთ, ადრე გაიყვანოთ, რომ ეს არ ეუცხოვოს. მუდმივად იზრუნეთ მის განწყობაზე და არასდროს დატოვოთ მარტო, განსაკუთრებით, 31 დეკემბერს.
უშუალოდ ახალი წლის წინა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდმივად დაკავებული იყოს, საღამოს მოახლოებისას კი შექმენით ბევრი საშუალება, რომლითაც ყურადღებას გადაატანინებთ. ეთამაშეთ, წაახალისეთ სასუსნავით, დღის განმავლობაში ჩართული გქონდეთ მშვიდი მუსიკა ან ტელევიზორი და ყურადღება მიაქციეთ, სეირნობიდან დაბრუნების შემდეგ არ გავიდეს გარეთ, არ მიუახლოვდეს აივანსა და ფანჯარას.
მოსაღამოებისას, სასურველია, კაშკაშა სინათლის დასაფარად ფარდები ჩამოაფაროთ და ბევრი დასამალი ადგილიც შექმნათ სხვადასხვა ოთახში, რათა თუკი მაინც იმოქმედებს ფეირვერკის ხმა მასზე ემოციურად, თავშესაფარი ადვილად მოძებნოს; თუმცა, ამ დროსაც არ დატოვოთ იგი მარტო, მასთან ერთად დარჩით და ფეიერვერკის ხმის გადასაფარი საშუალების თანხლებით გაართეთ.
აუცილებელია, მსგავსი თერაპიული პროცესი გაიმეოროთ ახალი წლის შემდგომ დღეებშიც, როცა, როგორც წესი, სტრესული ღამისგან შემორჩენილი შფოთვა იჩენს თავს, ცხოველები კი ყველანაირ ხმას უფრთხიან.
დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ის ნეგატიური შედეგები, რომლებიც პიროტექნიკის მოხმარებას ახლავს თან. ეს ეხება არა მხოლოდ ტრაგიკულ შემთხვევებსა და თვითდაშავებებს ახალი წლის ღამეს, არამედ ფეიერვერკების გავლენას ველურ ბუნებაზეც — ცნობილია, რომ მასშტაბური და ხმაურიანი შოუს გამო უამრავი ცხოველი ტოვებს საკუთარ საცხოვრებელს და გარბის. იხოცება ბევრი მათგანიც, ხოლო არცთუ იშვიათ შემთხვევებში ჩნდება ხანძარი, რომელიც მათ ბუნებრივ სამყოფელს ანადგურებს. შინაური ცხოველების მსგავსად სტრესულია ფეიერვერკების ხმა ფრინველებისა და გარეული ცხოველებისთვისაც, უშუალო შესწრებისას კი, შესაძლოა, მათი მხედველობის ან სმენადობის დაზიანება გამოიწვიოს.
საგულისხმოა პიროტექნიკული საშუალებების შედეგად ჰაერის დაბინძურება. ქიმიური ნივთიერები, რომლებიც "ლამაზი შოუს" დროს გამოიყოფა, ზიანის მომტანია ოზონის შრისთვისაც. საბოლოოდ კი, ამ გარემოებების გათვალისწინებით, ალბათ ღირს დაფიქრება, საჭიროა თუ არა ახალი წელი ფეიერვერკით აღვნიშნოთ?
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები