2020 წლის 20 ფრთიანი ფრაზა
2020 წელი დოლი პარტონის გამოწვევით დაიწყო — როგორ წარმოგვედგინა ჩვენი თავი ლინკდინზე, ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ტინდერზე, თუმცა, ასევე სახალისოდ აღარ გაგრძელებულა. დანაკარგების წელმა ბევრი რამ გვასწავლა, განსაკუთრებით კი ის, რომ მარტონი არ ვართ და სოლიდარობა ყველაზე უკეთ გამოგვდის.
ახალ რეალობაზე მორგებასთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში ახალი ფრაზებიც შეუმჩნევლად დამკვიდრდა. წლის მიწურულს თქვენს წინაშე სწორედ მათ მოვუყრით თავს!
1. დარჩი სახლში
მოკლედ, წელს პირველად შეგვეძლო დრო ტახტზე წამოწოლილებს, ნეტფლიქსის ყურებაში გაგვეტარებინა და ამით სუპერგმირები ვყოფილიყავით.
"დარჩი სახლში, გადაარჩინე სიცოცხლე" ერთმანეთის გაფრთხილებასთან ასოცირდება და სწორედ ის ფრაზაა, რომელსაც სიამოვნებით დავტოვებდით სახლში და 2020-შიც. თუმცა, ჯერ კიდევ არ გვაქვს ამისი ფუფუნება.
2. ჩვენ, ინტროვერტები...
სახლში დარჩენას მოჰყვა ფრაზა, რომელსაც ყველა ინტროვერტი ფეისბუქზე დღეში რამდენჯერმე აღტაცებული იმეორებდა:
- "ჩვენ, ინტროვერტები, ისედაც მასე ვცხოვრობთ";
- "რაც თქვენთვის შეზღუდვაა, ჩვენზე არ მოქმედებს, რადგან სახლში დარჩენა ინტროვერტების ცხოვრების წესია!";
- "ჩვენი, ინტროვერტების წელი მოვიდა!"
- "რა მარტივი გახდა სამყარო 2020-ში ჩვენთვის, ინტროვერტებისთვის";
- და ასე, უსასრულოდ. ინტროვერტების წარმოსახვა ხომ უსაზღვრო და უკიდეგანოა.
3. გესმით ჩემი ხმა?
ბოდიში, მაგრამ ინტროვერტებს 2020-მა "ვერ მიართვა". სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში პიჟამათი ყოფნის კომფორტთან ერთად ჩვენს ცხოვრებაში Zoom შემოვიდა და ყოველდღიურობაში გაჩნდა ფრაზები:
- გესმით ჩემი ხმა?
- ვჩანვარ?
- ბოდიში, ჩართული დამრჩა;
- ყავას მოვიტან და მოვალ;
- კაი, სანამ შემოვა, ჩვენ დავიწყოთ.
მოკლედ, არ გვგონია, ზუმი ინტროვერტების სამოთხე იყოს. სხვა თუ არაფერი, იმედს ვიტოვებთ, რომ არაა.
4. იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ...
...ის ფეისბუქპოსტი 30 ადამიანს არ გავუგზავნე?
5. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ...
ჩვენი ცხოვრება მთავრობის სხდომებზე გახდა დამოკიდებული და მგონი არცერთი სერიალის ახალ ეპიზოდს დავლოდებივართ ისე, როგორც სიახლეებს იმაზე, თუ რა გველოდა უახლოეს დღეებში.
"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ..." — ეს ფრაზა პრემიერმინისტრ და გულშემატკივრებისგან კრიზისების ნიჭიერ მენეჯერად წოდებულ გიორგი გახარიასგან ყველაზე ბევრჯერ მოვისმინეთ.
რამდენჯერ? ზუსტად არ ვიცი, დათვლა დამეზარა.
6. მოიცა, მართლა გვკეტავენ?
ჰო, რა თქმა უნდა არსებობდნენ ისინიც, ვინ მთავრობის სხდომის ყურებით თავს არ იწუხებდნენ და მესენჯერში მოკლე შინაარსის მოსაყოლად გვაკითხავდნენ. ამას მოჰყვებოდა კითხვა, "მოიცა, როდის ვიხსნებითო მერე, რა თქვეს?" და რადგან ამაზე პასუხი არ გვქონდა, იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები გადიოდნენ ჩათიდან.
7. ვერარი კარგად
gif, რომლის ხმაც გვესმის.
8. 37 მაქვს სიცხე და გრიპია თუ...
ბავშვობაში, ხანდახან, ყველას გვნდომებია სიცხე გვქონოდა, რომ სკოლაში არ წავსულიყავით. წელს პირველად მოგვინდა, რომ სიცხე ისევ უბრალოდ პატარა გაციება ყოფილიყო.
9. არა, არა, უბრალოდ მახველებს
როცა ათასში ერთხელ ვინმეს ვნახავდით და მაინცდამაინც მაშინ მოუნდებოდა ბრონქებს თავის შეხსენება.
10. 2-3 კვირაც და...
ეს ფრაზა ზუსტად არ გვახსოვს რამდენი თვე გაგრძელდა. თუმცა, რომელიღაც მესამე კვირას ზაზუნას დღეში ცხოვრებას შევეგუეთ.
11. წერტილოვანი შეზღუდვები
რომელმაც ასევე ვერ გვიშველა და ისევ ფაქტობრივ ლოქდაუნამდე მივედით.
12. თვითიზოლაციაში დრო როგორ გავიყვანო?
რას ვუყურო? რა წავიკითხო? რა გამოვიძახო? მოტანა გაქვთ? ჩუსტები სად ვიყიდო? და კიდევ უამრავი კითხვა, რომლებზეც ხელებდაკაპიწებულებს პასუხის გაცემა არასდროს გვეზარებოდა.
13. ოფისში დაბრუნება გინდა?
როცა ზუსტად ვიცოდით, რომ სოციალიზაცია ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ ის აღარ ვიცოდით, ოფისში დაბრუნება გვინდოდა თუ არა.
14. გაჩნდა ახალი კლასტერი
რომელიღაც წრეზე დონას კლასტერამდეც მივედით, რასაც კიდევ ცალკე ფრთიანი ფრაზა მოჰყვა: "ჩვენ ტორტი მაინც ვჭამეთ და იმან ღამურა!"
15. სანამ ისევ წავალ სამოგზაუროდ...
როცა ყველა ფოტო გამოგელია და ინსტაგრამზე ძველი მოგზაურობიდან ფოტოს აქვეყნებ. ეს "ქეფშენი" დიდი ხანი ცირკულირებდა სოციალურ ქსელებში.
16. კინოთეატრებზე ისევ არაფერი უთქვამთ?
არა, არაფერი.
17. ატირებული პატარძლები
ლექსიკონში ითარგმნება, როგორც პანდემიის გამო უკვე მეორედ გადადებული ქორწილი.
18. პრესცენტრს მიმართეთ
რთულია დაგავიწყდეს პოლიციელების ეს პასუხი, როდესაც წლევანდელ არჩევნებზე, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ჟურნალისტები სამართალდამცავებისგან რეაგირებას ითხოვდნენ.
19. იკლო შემთხვევებმა?
ბოლო პერიოდის ყველაზე პოპულარული კითხვა ზუმში მათგან, ვინც ისევ არ გაეცნო დღის სტატისტიკას.
20: 2021 ჩვენი წელი იქნ...
გთხოვ, ეს აღარ გაიმეორო.
ბონუსი: მომბეზრდა კორონა
2020 წლის ყველაზე iconic ფრაზები ია ფარულავას ამ ფეისბუქსტატუსის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
კომენტარები