მეუფე ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ ილია მეორემ ხვლიკს საერთო სუფრიდან ნესვი აჭამა
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ პატრიარქმა ხვლიკს საერთო სუფრიდან ნესვი აჭამა. ამის შესახებ მან ვიდეო გაავრცელა, სადაც ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მცენარეებსა და ცხოველებს რომ საუბარი შეეძლოთ, ისინი პატრიარქზეც იტყოდნენ რამეს.
მიტროპოლიტმა ცხოველებთან და მცენარეებთან პატრიარქის დამოკიდებულება ერთი ისტორიით აღწერა, რომელსაც, თავად არ შესწრებია, მაგრამ მისი მტკიცებით, ნამდვილი ამბავია და ილია მეორესა და ხვლიკს ეხება. კერძოდ, როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, ერთხელ სუფრაზე ხვლიკი შევარდა და პირდაპირ პატრიარქისკენ გაიქცა.
"ხევში, მის სამშობლოში ხდება ეს. ლოცვა დამთავრდა, სადღაც ტაძართან იყო, გამოვიდნენ ლოცვის შემდეგ და ეზოში, მდელოზე, პირდაპირ მინდორში გაშლილია სუფრა. სუფრის გარშემო დასხდნენ და სუფრის თავში დაჯდა პატრიარქი. ტრაპეზი მიმდინარეობს და უცებ სუფრაზე შემოვარდა ხვლიკი, მორბოდა ეტყობა, შემოვარდა, გაიხედა-გამოიხედა, დაიბნა ეს ხვლიკი, რა ქნას არ იცის და გაიქცა პირდაპირ. გაიქცა პირდპაირ და მიადგა პატრიარქს. პატრიარქი მიირთმევდა ნესვს, ეს ნესვი გაუწოდა ხვლიკს და ხვლიკი მივიდა და ეს ნესვი შეჭამა", — განაცხადა მან.
მეუფეს განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ მისთვის რთული იქნებოდა პატრიარქის დახასიათება, გადაწყვიტა, მცენარეებისა და ცხოველების შესახებ მოეთხრო და ასე აღეწერა ილია მეორე.
კათოლიკოს პატრიარქს გუშინ, 4 დეკემბერს 88 წელი შეუსრულდა. სწორედ მის დაბადების დღეს მიუძღვნა ვიდეო მეუფე ნიკოლოზმა.
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
კომენტარები