კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი შორდებიან — ამერიკული მედია
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა წყვილმა – კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა – კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ურთიერთობის გაწყვეტას გეგმავენ.
ამის შესახებ ინფორმაცია Page Six-მა გაავრცელა: ტაბლოიდური მედია ირწმუნება, რომ არაერთი წყაროსგან დადასტურებით, წყვილმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რათა მათი ქორწინება კანონიერად დასრულდეს.
როგორც ასევე People წერს, თავად კიმ კარდაშიანმა მიიღო პირველი გადაწყევტილება, რომ განქორწინება მოეთხოვა: რეალითი შოუს ვარსკვლავმა ჰოლივუდში განქორწინების საქმეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადვოკატი, ლორა ვასერი დაიქირავა, რომელიც ანჯელინა ჯოლის წარმომადგენელი იყო ბრედ პიტთან განქროწინებისას.
კიდევ ერთი ტაბლოიდური გამოცემა TMZ აცხადებს, რომ წყვილის ურთიერთობაში არსებულ კრიზისზე ჯერ კიდევ გასული წლის განმავლობაში წერდნენ აქტიურად, შესაბამისად, სიურპრიზი არ არის, რომ საქმე აქამდე მივიდა.
ამ თემასთან დაკავშირებით Vanity Fair აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის ურთიერთობა ჩიხში შევიდა: 2016 წელს, როცა რეპერი ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კლინიკაში მკურნალობდა, უცხოურ მედიაში აქტიურად საუბრობდნენ, რომ კარდაშიანი მასთან განშორებას აპირებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ამ მხრივ 2020-ც მძიმე წელი გამოდგა მათთვის: კანიე ვესტის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას და მის საკამათო განცხადებებს სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში, საზოგადოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ამის გამო კიმ კარდაშიანმა ღია წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ხაზი გაუსვა თავისი ქმრის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ყველას მეტი ემპათიისკენ მოუწოდა.
კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს, 2014 წელს კი იქორწინეს. მათ დღეს ოთხი შვილი ჰყავთ, მათ შორის ყველაზე უფროსი შვიდი წლისაა, უმცროსი კი 18 თვის.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები