აშშ-ის კაპიტოლიუმში დაპირისპირების დროს დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC news სამართალდამცველები უნდასტურებენ.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ვაშინგტონის პოლიციის უფროსი, რობერტ კონტი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმის ამბოხთან დაკავშირებით ამ დროისთვის 13 ადამიანია დაკავებული. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონგრესის შენობა სრულად არის დაცული. ვაშინგტონში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა.

აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტრამპის მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. მომხდარის გამო კონგრესში მიმდინარე სხდომა, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, შეჩერებულია.

გაიგე მეტი: