ფანების აზრით, The Simpsons-ის კიდევ ერთი წინასწარმეტყველება გამართლდა.

როგორც ფანები ამბობენ, 1989 წლის ანიმაციური სერიალის 32-ე სეზონი ამერიკის კონგრესზე თავდასხმისა და არეულობის შესახებ წინასწარმეტყველებას შეიცავს.

რა ხდება ვაშინგტონში — განახლებადი

1 ნოემბერს გამოსულ, შოუს ყოველწლიურ საჰელოუინე ეპიზოდში განვითარებული მოვლენები რეალურად მიმდინარე კონფლიქტს ჰგავს.

აღნიშნულ ეპიზოდში, ჰომერ სიმპსონის აშშ-ის არჩევნებში მონაწილეობისას გამოჩენილი დაუდევრობის გამო აპოკალიპტური ხილვები აქვს. სცენაში ცეცხლის ალში გახვეულ კაპიტოლიუმს ვხედავთ.

შოუს 31 წლიანი ისტორია არაერთ წინასწარმეტყველებას შეიცავს, მაგალითად: აიფონის ბაზარზე გამოჩენა, ტრამპის გაპრეზიდენტება თუ კორონავირუსი.

10 შემთხვევა, როცა სიმპსონებში მომავალი ზუსტად იწინასწარმეტყველეს