იაპონიაში აცხადებენ, რომ ბრაზილიიდან ტოკიოში ჩასულ ოთხ ადამიანს კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩნდათ. იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მათ კორონავირუსი კარანტინში ყოფნის დროს დაუდასტურდათ.

ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ტაკაჯი ვაკიტას განცხადებით, ახლდააღმოჩენილი შტამი განსხვავდება დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული ვარიანტებისგან. მათივე თქმით, ჯერ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო გადამდებია.

რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ტოკიოსა და მის გარშემო პრეფექტურებში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ დეკემბერში განაცხადეს დიდ ბრიტანეთში. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ის უფრო ადვილად გადამდებია. რამდენიმე ქვეყანამ კორონავირუსის მუტაციური ვარიანტის გამო ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. შემთხვევათა ზრდის გამო კი ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.