ინფორმაცია მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ მცდარია. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, მომღერალი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა. თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჰოსპიტალში სხვა ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვეს.