ძველით ახალი წლის ღამეს ადამიანები პიროტექნიკით დაზიანდა. ერთ-ერთ მათგანს თითი დაუზიანდა და ოპერაცია დასჭირდა.

"კლინიკაში მოიყვანეს სამი პაციენტი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა ნაწილი პიროტექნიკით ჰქონდათ დაზიანებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო განსაკუთრებით რთული — იყო პირველი თითის ტრავმული ამპუტაცია. გაკეთდა ყველა ანატომიური სტრუქტურის აღდგენა. ამჟამად მისი მდგომარეობა არის სტაბილური", — განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა.

პიროტექნიკით დაზიანებული ადამიანები მიიღეს ხეჩინაშვილის კლინიკაშიც. როგორც ექიმმა აღნიშნა, მეტწილად, აღენიშნებოდათ მარჯვენა მტევნისა და სახის დაზიანება.