ენ ჰეთეუეიმ ყველას სთხოვა, "ენ" არ დაუძახონ, რადგან საკუთარი სახელი სძულს
ამერიკელი ოსკაროსანი მსახიობი, ენ ჰეთეუეი, პოპულარულ გასართობ შოუში, The Tonight Show-ში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მან ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. როგორც ჩანს, მსახიობს საკუთარი სახელი სძულს და ურჩევნია, ნებისმიერი რამ დაუძახოთ "ენ"-ის გარდა.
"ენი დამიძახეთ — ყველას, ყველას გთხოვთ, ენი დამიძახოთ", — განაცხადა ენიმ და არა ენმა შოუს დასაწყისში, — "მოიცა, შეიძლება, წუთით ჩემს სახელზე ვისაუბროთ?"
როგორც მსახიობი ამბობს, მას სახელი "ენ" სძულს, თუმცა იძულებული იყო, 14 წლის ასაკში ის სასცენო სახელად ექცია.
"როცა 14 წლის ვიყავი, რეკლამაში გადამიღეს და საწევრო ბარათს რომ ავსებდნენ, მკითხეს, რა სახელი გსურსო", — იხსენებს ენი, — "მე კი ვუპასუხე, 'აუცილებლად ჩემი სახელი უნდა იყოს, ჩემი სახელი კი ენ ჰეთეუეია'. ამიტომ, მეგონა, რომ ეს სწორი არჩევანი იყო, თუმცა მაშინ არ გამიაზრებია, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ხალხი 'ენ'-ს დამიძახებდა".
მოგვიანებით, ჰეთეუეიმ დასძინა, რომ ყოველდღიურობაში მას არც არავინ ეძახის ენს, რაც ცოტათი გასაკვირია.
"ერთადერთი ადამიანი, ვინც ენს მეძახის, დედაჩემია და ისიც მაშინ, როცა ჩემზე ძალიან გაბრაზებულია", — ამბობს იგი, — "ამიტომ, როცა ხალხში გავდივარ და ვიღაც ჩემს სახელს იძახის, მგონია, უნდა მიყვირონ".
მსახიობმა ისიც გაიხსენა, რომ, როცა გადასაღებ მოედანზე იმყოფება, დანარჩენები ყველანაირ "შემოვლით გზას" იყენებენ, რათა ენი არ დაუძახონ.
"მეძახიან — 'ენ!', მე კი ვპასუხობ: 'რა? რა გავაკეთე?'. თუმცა, მართლა ძალიან საყვარელი ხალხია, არ უნდათ, თავხედები გამოჩნდნენ, ამიტომ, მგონი, შემოვლით გზებს იყენებენ, რადგან, სიმართლე ითქვას, უკვე არც არავის სიამოვნებს, როცა 'ენ'-ს მეძახის. არ მიხდება. მე ვარ ენი".
იმ შემთხვევაში, თუ "ენი" არ მოგწონთ, ჰეთეუეი რამდენიმე ალტერნატივას გთავაზობთ.
"ზოგი მეძახის 'მის ჰ'-ს, ან 'ჰეთ'-ს, ამიტომ, 'ენ'-ის გარდა, რაც გინდათ, ის დამიძახეთ".
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები