კორონავირუსზე მკაცრი შეზღუდვების დაწესების უფლების ჩამორთმევის მიზნით, შვეიცარიაში რეფერენდუმი გაიმართება. როგორც Financial Times-ი იუწყება, ეს ყველაფერი ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დებატების ზრდის ფონზე ხდება. მედიის ცნობით, შვეიცარიის მთავრობამ Covid-19-ზე დაწესებული შეზღუდვები, ვირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამით ინფიცირების ზრდის ფონზე, მიმდინარე კვირაში გაამკაცრა.

კორონავირუსის პანდემიის დროს შვეიცარიის მთავრობას, ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესებია. მაშინ ისინი თითოეული მოქალაქის პირად პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. თუმცა, Reuters-ის თანახმად, ახლა შეზღუდვები კორონავირუსის ახალი შტამთან დაკავშირებულ ინფიცირების ზრდის გამო შემოიღეს. კერძოდ, არასასიცოცხლო მნიშვნელოვანი მაღაზიები დაიხურა, დასაქმებულებს სახლში დარჩენა მოეთხოვათ და მაქსიმუმ ხუთ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა.

შვეიცარიის პირდაპირი დემოკრატიის მოდელის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონების კენჭისყრაზე მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩატარება იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი 100 დღის განმავლობაში 50 000-ზე მეტ ხელმოწერას შეაგროვებენ. ქვეყანაში ყოველწლიურად რეფერენდუმები ტარდება საკითხებზე, როგორებიცაა უნივერსალური საბაზისო შემოსავალი, ერთსქესიანთა ქორწინება და ნადირობა მგლებზე.