განახლება: თავდაპირველად ბართინის გუბერნატორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გემი იყო რუსული, თუმცა მოგვიანებით მან აღნიშნული დააზუსტა და განაცხადა, რომ გემი უკრაინულია. თავდაპირველი ნიუსის სათაური იყო: თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა, იგი განახლდა ასე: თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, სატვირთო გემი თურქეთის პროვინციაში, ბართინში ჩაიძირა. გემის ჩაძირვის მიზეზი უცნობია. როგორც ბართინის გუბერნატორმა განაცხადა, მაშველები ეკიპაჟის 15-მდე წევრის გადარჩენას ცდილობენ.

"ჩვენ დავიწყებთ სამაშველო ოპერაციებს ეკიპაჟის 15 წევრის გადასარჩენად, რომლებიც სამაშველო ნავებზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ არის", — აღნიშნა გუბერნატორმა.

მისივე განცხადებით, სამაშველო ოპერაციებს ცუდი ამინდიც ართულებს. სხვა დამატებით დეტალები მომხდართან დაკავშირებით არ ვრცელდება.