ევრილ ჰეინსი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის პირველი ქალი დირექტორი გახდა.

სენატმა ჰეინსი 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მისი კანდიდატურა უკვე დაამტკიცა — მოწინააღმდეგები მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის წევრები იყვნენ.

ეროვნული დაზვერვა მეთვალყურეობს 18 სადაზვერვო სააგენტოსა და განყოფილებას, მათ შორის, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, სადაც დასაქმებულია ასობით ათასი ფედერალური თანამშრომელი და კონტრაქტორი.