ტურიზმის სექტორი მთის კურორტების გახსნის მოთხოვნით პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს
მთის კურორტების გახსნის მოთხოვნით ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გუდაურში არსებული ბიზნესების წარმომადგენლების თქმით, მათ მიმართეს მთავრობას თავიანთ სექტორში არსებული პრობლემებით, თუმცა აქამდე შედეგი არ დამდგარა.
"გუდაურში ტურისტი ისე არ ავა თუ მან არ ისრიალა, განსხვავებით ბაკურიანისგან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ საკითხებით ჩვენ მივმართავდით. გაიმართა პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში შეხვედრა სხვადასხვა კიდევ მრავალ რგოლში, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ მოჰყოლია არანირი რეაგირება. მინიმუმ ერთი კვირა მაინც სჭირდება, ამიტომ ეს დღეს, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და ამიტომ ვითხოვთ ჩვენ პრემიერის ჩართულობას და პრემიერმინისტრთან შეხვედრას", — აცხადებს გიორგი სალუქვაძე დაიცავი მთის კურორტების დამფუძნებელი.
ინნ ჯგუფის მმართველის თქმით, კურორტზე არსებული ბიზნესების უმრავლესობა დაფინანსებულია ბანკის სესხებით, და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საპროცენტო შეღავათი არ არის საკმარისი ძირი თანხის გადასახდელად.
"უმრავლესობა ბიზნესებისა საკურორტო ზონებზე არის ბანკის სესხით დაფინანსებული და მიუხედავად იმისა, რომ ბანკის პროცენტს სახელმწიფო აფინანსებს, თანადაფინანსების პროექტში საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გადაიხადო ძირი თანხა და აუცილებელია შემოსავალი გქონდეს. გარდა იმისა, რომ ბიზნესებს უჭირს, თვითონ ხალხი, რომელიც იყო დასაქმებული ამ ბიზნესებში უბრალოდ არ ექნებათ შემოსავალი. როდესაც გათავდება ეს 200-ლარიანი დახმარება მერე რას აპირებს სახელმწიფო უბრალოდ არ ვიცით", — აცხადებს ირაკლი კოკაია, ინნ ჯგუფის მმართველი.
ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თქმით, მესამე სეზონია, რაც გუდაურის კურორტი ვერ ფუნქციონირებს და შესაბამისად ბიზნესმენებს არ აქვთ შესაძლებლობა ბიუჯეტის გენერირების.
კორონავირუსული პანდემიის გამო, ქვეყანაში სხვადასხვა შეზღუდვები მოქმედებს.
24 დეკემბრიდან ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში. ასევე, შეზღუდვები რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით. არ გაიხსნება ბაზრობები და იმუშავებენ მხოლოდ აგრარული ბაზრობები. არ იხსნება, ასევე, ზამთრის კურორტებიც.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები