თუ ჩანაწერი სექტემბერში ჰქონდათ, დეკემბერში სასამართლო რატომ გადადეს? — მელაშვილის ცოლი
ივერი მელაშვილის ცოლის, თამარ სულაძის განცხადებით, რაც არ უნდა თქვას პროკურატურამ, არაფერი იქნება ისეთი, რაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობას დაამტკიცებს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"თუ ჰქონდათ რაღაც ჩანაწერები, რომელიც მათ ბრალეულობას ადგენდა, რაში სჭირდებოდა ამას 4 თვე ლოდინი? თუ ეს ჩაიწერეს აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში, მაშინ დეკემბერის დასაწყისში სასამართლო რომ უნდა ყოფილიყო და მათ არ ჰქონდათ არც მტკიცებულება, არც მოტივი და ამიტომ გადაადებინეს 2 თვით? რაც არ უნდა თქვან, არაფერი იქნება ისეთი, რომ ამათ ბრალეულობას ამტკიცებდეს, [...] თუ ნამდვილად არის ეს მტკიცებულებები და თუ არ არის მონტაჟი. ", — განაცხადა სულაძემ.
მისივე თქმით, ჩანაწერების ნახვა ჯერ კარგად ვერ მოახერხა, თუმცა მელაშვილის ცოლი არ გამორიცხავს არც მონტაჟს.
"შეიძლება ყველაფერი იკადრონ, ისეთ რამეს კადრულობენ, რომ აღარაფერი გამაკვირვებს. მე ის ვიცი, რომ არაფერს დანაშაულებრივს ესენი არ ჩაიდენდნენ", — განაცხადა მან.
დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.
უწყების თქმით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტი ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით აღიჭურვა.
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
-
-
გადახედვადეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით დეპუტატების სია — ვინ მიიღო საქართველოში რუსული კანონი პირველი მოსმენით
-
გადახედვარუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
-
გადახედვარას უკავშირებს კალაძე ნაკრების ფეხბურთელების პროევროპულ პოზიციებს სოციალურ ქსელებში რას უკავშირებს კალაძე ნაკრების ფეხბურთელების პროევროპულ პოზიციებს სოციალურ ქსელებში
კომენტარები