კამალა ჰარისის ისტორიულ გამარჯვებას სიმპსონების წინასწარმეტყველების გარეშე არ ჩაუვლია.

აშშ-ს პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი — ვინ არის კამალა ჰარისი

ინაუგურაციაზე, ვიცე-პრეზიდენტს ახალგაზრდა, შავკანიანი ლუიზიანელი დიზაინერის, კრისტოფერ ჯონ როჯერსის მიერ შექმნილი იისფერი პიჯაკი ეცვა, მარგალიტის ყელსაბამი კი პუერტო რიკოელი დიზაინერის, ვილფრედო როსადოს ნამუშევარია.

სიმპსონების ფანებმა შენიშნეს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც მომავალში, 2000-ან წლებში ვითარდება, ლიზა სიმპსონი ამერიკის პრეზიდენტად გვევლინება და ჰარისის მსგავსი პიჯაკი აცვია. ლიზა სიმპსონი ტრამპის ერთი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ მოდის ქვეყნის სათავეში, რაც კიდევ ერთი პარალელია.

რატომ ეცვათ ინაუგურაციაზე მიშელ ობამას, ჰილარი კლინტონს და კამალა ჰარისს იისფერი სამოსი

სიმპსონების ფანების წინასწარმეტყველებები ამით არ ამოწურულა. ინაუგურაციის წამყვანი ტომ ჰენკსი იყო, შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში მსახიობი წამყვანის როლში გვევლინება და მსგავს ღონისძიებას უძღვება.