sმთავრობის ადმინსტრაციასთან მოქალაქეები კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ეს აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს.

შეკრებილები ითხოვენ პირველი თებერვლიდან მოიხსნას შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე, სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში, აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შემსუბუქდეს კომენდანტის საათი და ასევე, ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. შეზღუდვების ნაწილი სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროსა და განსხვავებული პირობებით უქმდება. კერძოდ.