ქორეოგრაფებმა და მოცეკვავეებმა საქართველოს განათლების, მეცნიერებს, კულტურისა და სპორტის საიმისტოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს — მათ ხეებზე ქართული, ტრადიციული საცეკვაო სამოსი ჩამოკიდეს.

"თქვენ ხედავთ უსულო მდგომარეობაში მყოფ ქართული ცეკვის კოსტიუმებს. აი ასე, სულს ღაფავს ქართული კულტურა, მინა გითხრათ [...] ნამდვილად ვეღარ დავემორჩილებით უკვე ამ ყველაფერს. ერთი წელი სრულდება რაც ვზივართ სახლში. ამის მოთმენა უკვე არის წარმოუდგენელი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ხალხი უკვე პირად ნივთებს ყიდის ოჯახებიდან", — განაცხადა მთავარ არხთან საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინო დარახველიძემ.

აქციის მონაწილეები მუშაობის უფლებას ითხოვენ.

"აბა თვითონ სცადონ და 5 წუთი შეიკავონ სუნთქვა, ჩვენმა მთავრობამ და თუ რომელიმე შეძლებს ამის გაკეთებას, მერე გამოვიდნენ და მერე გვითხრან, რომ აღარ იარსებოთ, აღარ იცეკვოთ, აღარ ისუნთქოთ და არაფერი აღარ გააკეთოთ. ", — აცხადებს ლექსო ჭუმბურიძე, აქციის მონაწილე, მთავარ არხთან საუბარში.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს დღეს პარლამენტთანაც.

გაიგეთ მეტი: