ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 1 თებერვლიდან სათხილამურო კურორტების მუშაობა ვერ აღდგება.

"სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ერთდროულად ჩასვლა და ერთდროულად კონცენტრირება არის სწორედ ის ყველაზე მაღალი საფრთხე, რაც იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას კურორტებზე და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც სათხილამურო ტურიზმი არის მათი ეკონომიკის წამღვანი დარგები (საფრანგეთი, იტალია, ავსტრია), სათხილამურო კურორტები დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს. სწორედ ისეთივე რისკები გვაქვს ჩვენ, რის გამოც, ჩვენ, 1-ლი თებერვლიდან სათხილამურო კურორტების მუშაობის აღდგენას ვერ ვაკეთებთ", — განაცხადა ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა დღეს სფეროს წარმომადგენლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ეპიდემიოლოგებს შორის გაიმართა. სფეროს წარმომადგენლები სათხილამურო კურორტების გახსნას ითხოვენ, ვინაიდან 1 თვის შემდეგ მათთვის მუშაობა უკვე აღარ იქნება შესაძლებელი.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. შეზღუდვების ნაწილი სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროსა და განსხვავებული პირობებით უქმდება. კერძოდ.