აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ეს თეთრმა სახლმა დაადასტურა.

Washington Post-ის თეთრი სახლის რეპორტიორი პრესსპიკერზე დაყრდნობით ტვიტერზე წერს, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან შეშფოთება გამოთქვა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პატიმრობის გამო. მისი ინფორმაციით, ბაიდენი პუტინს უკრაინაზეც ესაუბრა და ანექსირებულ ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, მათ ისაუბრეს რუსეთში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე.

კრემლის გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ბაიდენს გაპრეზიდენტება მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთ აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. კრემლი წერს, რომ პრეზიდენტებმა "ორმხრივი და საერთაშორისო" დონის საკითხები და პანდემიასთან ბრძოლაში შესაძლო თანამშრომლობა განიხილეს.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჟურნალისტის კითხვაზე, რაზე ესაუბრა პუტინს, ბაიდენი ხუმრობით პასუხობს: "შენზე".