თბილისის მერია დამატებით 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შეძენას აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ფასთა კვლევის შემდეგ ტენდერი გამოცხადდება.

გარდა ამისა, კახა კალაძე აცხადებს, რომ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა უკვე დასრულებული აქვთ.

"ველოდებით 100 ერთეული ავტობუსი როდის შემოვა, რომელიც შესყიდული გვაქვს, BMS-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები. ამით ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად იქნება ჩანაცვლებული", — განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მერმა ავტობუსის ზოლებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ კვლევები აჩვენებს, რომ კონკრეტულ ქუჩაზე ზოლები აუცილებელია, მას აუცილებლად გააკეთებენ.