ილიჩოვა-მელაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის პროცესის პარალელურად ეზოში მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უნდა გათავისუფლდნენ, რადგან ისინი პოლიტპატიმრები არიან.
"ეს საქმე არის საუკეთესო ინდიკატორი, საუკეთესო მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება მუშაობდეს შეთანხმებულად საქართველოს პროკურატურა, სასამართლო მმართველი პარტია — ქართული ოცნება. რეალურად, ყველაფერი, რაც ვნახეთ, პოლიტიკური განცხადებები ადამიანების, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლნი. თუ დღეს ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ, თუ ხვალ დავხუჭავთ, ზეგ აუცილებლად მოგვადგებიან ჩვენ", — განაცხადა სირცხვილიას აქტივისტმა, ნოდარ რუხაძემ.
აქციაზე იმყიფებიან როგორ სამოალაქო აქტივისტები, ისე სხადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და დააყენებენ შუამდგომლობას, რომ მათ პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდოთ.
ივერი მელაშვილის ცოლმა განაცხადა, რომ გირაოს აუცილებლად გადაიხდის, სახლის ჩადებაც რომ დასჭირდეს.
"ამ ადამიანებმა ისედაც ძალიან დიდი დრო, რესურსი და, რაც მთავარია, ემოცია ჩადეს ამ ყველაფერში. თქვენ წარმოგიდგენიათ ალბათ, რამდენად რთულია ამ ორი ადამიანისთვის ამ ბრალდებით ციხეში ჯდომა, რომელიც, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი აბსურდულია. მითუმეტეს, როდესაც მთელი ამდენი წელი ეს ორი ადამიანი მუშაობდა ამ საკითხზე სრულიად სხვანაირად და მათთვის ეს ბრალდება მორალურადაც რთულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ამ ადამიანებს არც სახლის ჩადება და არც მსგავსი ვალის აღება არ მოუწიოთ გირაოს შეგროვებისთვის და დავეხმაროთ მათ", — განაცხადა სირცხვილიას აქტივისტმა, მარიამ გეგუჩაძემ.
კარტოგრაფების საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.
გაიგეთ მეტი:
- მელაშვილის კაბინეტში დამონტაჟებული ჩამწერით დადგინდა, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებდნენ — POG
- ჰგავს ავანტიურას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს დააზიანებს — ბიწაზე კარტოგრაფების საქმეზე
- თუ ჩანაწერი სექტემბერში ჰქონდათ, დეკემბერში სასამართლო რატომ გადადეს? — მელაშვილის ცოლი
- ზოგიერთი სპეციფიური ტერმინის იგნორირებით პროკურატურა ცდილობს მანიპულაციურად წარმოაჩინოს ჩანაწერის შინაარსი — მშვენიერაძე
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები