ტელეკომპანია იმედს Hunnewell Partners ყიდულობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ირაკლი რუხაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

ირაკლი რუხაძის თქმით, მან ტელეიმედი პარტნიორებთან ერთად 2 წლის წინ შეიძინა, ახლა მხოლოდ ფორმალური გადაფორმების თანხმობა მიიღო. მის კომენტარს იმედი ავრცელებს.

"მე და ჩემმა პარტნიორებმა ტელეიმედი ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს", — აცხადებს ის.

იმედის განცხადებით, საქართველოში Hunnewell Partners-ის პორტფელი წარმოდგენილია ისეთი ორგანიზაციებით, როგორებიცაა მაგთიკომი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰაიდელბერგ ცემენტი, ლიბერთი ბანკი, აიდიეს ბორჯომი და ტელე იმედი.